(ბიოპროდუქტიულობა) - ამა თუ იმ ეკოსისტემის შემადგენლობაში შემავალი, მცენარეების, მიკროორგანიზმების და ცხოველთა ოჯახების ცხოველმოქმედების პროცესში წარმოებული ბიომასა. იზომება: დროის ერთეულში (წელიწადი, დღე), ფართობის ერთეულზე მოსული წარმოებული ორგანული ნივთიერების ოდენობით (ტ/ჰა წლ; გ/მ2 დღე). ასხვავებენ პირველად (მცენარეებისა და სხვა ავტოტროფების მიერ შექმნილ) და მეორად (ჰეტეროტროფების მიერ შექმნილ) ბიოლოგიურ პროდუქტიულობას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.