ფიზიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც დროის ინტერვალებზე და მათთან დაკავშირებულ მოვლენებზე ორგანიზმების რეაგირების თვისებას განსაზღვრავენ ბიოლოგიური რითმები); - ბიოლოგიური საათი (ენდოგენური რიტმი) - ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმების უნარს მოახდინონ რეაგირება დროის ინტერვალებზე და ამ ინტერვალებთან დაკავშირებულ მოვლენებზე. უმარტივესი მაგალითია -შიმშილის დაწყება გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიოლოგიური საათი ორგანიზმის შინაგანი სისტემაა, რომელიც განსაზღვრავს მის ცხოვრების რიტმს. რიტმი ბუნების უნივერსალური ენაა. პროცესები, როგორიცაა ზრდა, კვება ან რეპროდუქცია დროულად ემთხვევა გარკვეულ გარე მოვლენებს, როგორიცაა დღის ნათელი ან ბნელი საათები, მოქცევა ან მიქცევა, წელიწადის სეზონები. ეს დროის თანდაყოლილი გრძნობა აიძულებს ცხოველებს იკვებონ დღის ნათელ პერიოდში, როდესაც საკვები ხელმისაწვდომია და საუკეთესოდ ჩანს. როგორც ჩანს, ამ "საათის" სვლა იმართება გარემოს პირობებით, მაგრამ თუ ორგანიზმი იზოლირებულია ამ პირობებიდან, ის განაგრძობს ფუნქციონირებას ნორმალური რიტმების შესაბამისად. თუ პირობები თანდათანობით იცვლება, ორგანიზმებიც თანდათან იცვლიან თავიანთ ქცევას. ბიოლოგიური რითმები საინტერესოა იმით, რომ, ხშირ შემთხვევაში,ისინი, გარემოს პირობების მუდმივობისაც კი, შენარჩუნებულია. ასეთ რითმებს ენდოგენური ეწოდება, ესეიგი. "შიგნიდან მომავალი": მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვეულებრივ კორელაციურ კავშირშია გარე პირობების რიტმულ ცვლილებებთან, მაგალითად, დღის და ღამის მონაცვლეობასთან, ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს ამ ცვლილებებზე პირდაპირ რეაქციად. ენდოგენური ბიოლოგიური რითმები გვხვდება ყველა ორგანიზმში, გარდა ბაქტერიებისა. შიდა მექანიზმს, რომელიც ინარჩუნებს ენდოგენურ რიტმს, ესეიგი. საშუალებას აძლევს სხეულს არა მხოლოდ იგრძნოს დროთა მსვლელობა, არამედ შეაფასოს მისი ინტერვალებიც, ეწოდება ბიოლოგიური საათი. ბიოლოგიური საათის მუშაობა ამჟამად კარგად არის შესწავლილი, მაგრამ, მის საფუძველში მდებარე, შიდა პროცესები დღესაც საიდუმლოდ რჩება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.