ბიოლოგიური წარმოშობის ორგანული, არაწიაღისეული მასალა ქიმიური ენერგიის შემცველობით. ბიომასას ტყეების და სასოფლო - სამეურნეო ნარჩენების სახეობებისგან იღებენ. გამოისახება ამა თუ იმ ორგანიზმის (პოპულაციების, ოჯახების) ცოცხალი ფუნქციონირებადი ნივთიერების მასის რაოდენობის შეფარდებით ფართობის ან მოცულობის ერთეულთან (გ/მ2 ან მგ/მ3 )განისაზღვრება ნოტიო და მშრალი მდგომარეობისათვის. დედამიწის ბიომასის საერთო მარაგი 18.4 ∙ 1011ტ აღწევს, საიდანაც 3.9 109 ტ ზღვაზე და ოკეანეებზე მოდის. ასხვავებენ ფიტომასას, ზოომასას და მიკროორგანიზმების მასას. ჩვეულებრივ მცენარეთა ბიომასა ცხოველთა ბიომასაზე მეტია, თუმცა გამონაკლისიც არსებობს: წყალსაცავებში ფიტოპლანკტონის ორგანიზმების სიცოცხლე მოკლეა, ხოლო ზოოპლანკტონი და თევზები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ამიტომ ზოომასა ფიტომასაზე უფრო მეტია. ბიომასის ფრაქციების თანაფარდობა ეკოლოგიური პირამიდებით აისახება
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,