(ბერძтгдш bios - სიცოცხლე და ლათ. omat, oma - ერთობლიობა) – მცენარეებისა და ცხოველთა სახეობათა ერთობლიობა, რომლებიც მოცემულ არეალში ბინადრობენ. მაგალითად, ტაიგის ბიომი, სტეპური, ნოტიო ტროპიკული ტყეების და ასე შემდეგ. ბიომი აღნიშნავს ასევე ბიოცენოზზე უფრო მსხვილ, ბიოსისტემას, რომელიც აერთიანებს ერთამანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ბიოცენოზებს. ამერიკელი ბიოლოგი და ეკოლოგი იუჯინ ოდუმის (Eugene Pleasants Odum, 1913 - 2002) მიხედვით, ბიომი - ტერმინი, ადგენს მსხვილ რეგიონალურ ან სუბკონტინენტალურ ბიოსისტემას. არსებობს ბიომის რამდენიმე კლასიფიკაცია, რომელიც შეიცავს 10-იდან 32-მდე ტიპს. მათი განლაგება მიმდინარეობს განედური და ვერტიკალური ზონალურობის პრინციპითა და ასევე სექტორებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,