დაბინძურება (გარემომცველი გარემოს, ბუნებრივი გარემოს, ბიოსფეროს) - გარემომცველ გარემოში შემოტანა (ბუნებრივ გარემოში, ბიოსფეროში) ან მასში ახალი, ჩვეულებრივ არადამახასიათებელი ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტების (დამაბინძურებლების) გაჩენა, ან მათი ბუნებრივი გრძელვადიანი საშუალო დონის გადამეტება სხვადასხვა გარემოში, რაც იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებებს. ძირითადი სუბიექტის დადგენისას ანთროპოგენურ და ბუნებრივ დაბინძურებებს განასხვავებენ. ძირითადი ობიექტებია - ნიადაგი ატმოსფერო და წყლის ობიექტები. კლასიფიკაცია დაბინძურების სახეობის მიხედვით ეფუძნება ოთხ მდგენელს: მექანიკურ, ფიზიკურ, ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურს. ამავდროულად, მასშტაბის მიხედვით კლასიფიკაციისას გამოიყოფა ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური დაბინძურება. დაბინძურების ძირითადი ფორმებია: დედამიწის ატმოსფეროს დაბინძურება, სინათლის დაბინძურება, ნაგავი, ხმაურის დაბინძურება, პლასტიკური დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება, რადიოაქტიური დაბინძურება, თერმული დაბინძურება, ვიზუალური დაბინძურება, წყლის დაბინძურება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.