&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიოტა

(ძველი ბერძნული βιοτή - საცოცხლე) - ცოცხალი ორგანიზმების სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა, გაერთიანებული საერთო ჰაბიტატით (გავრცელებით), ახლანდელ დროში ან წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში. ბიოტაში შედის როგორც უჯრედული ორგანიზმების (მცენარეები, ცხოველები, სოკოები, ბაქტერიები, პროტისტები და ასე შემდეგ) ასევე არაუჯრედული ორგანიზმების წარმომადგენლები (მაგალითად, ვირუსები). ბიოტა გეოლოგიაში და პალეონტოლოგიაში - ნამარხი ორგანიზმების კომპლექსი, რომელიც კონკრეტულ გეოლოგიურ პერიოდში დედამიწის გარკვეულ რაიონებში ბინადრობდა. ბიოტა ეკოსისტემებისა და ბიოსფეროს მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბიოტა აქტიურად არის ჩართული ბიოგეოქიმიურ პროცესებში. ბიოტას შესწავლა - მრავალი მეცნიერების საგანია, მათ შორის ბიოლოგიის, ეკოლოგიის, ჰიდრობიოლოგიის, პალეონტოლოგიის, ბიოგეოქიმიისა და სხვა. ბიოცენოზისგან განსხვავებით, ბიოტა შეიძლება ხასიათდებოდეს სხვადასხვა სახის ორგანიზმებს შორის პირდაპირი ეკოლოგიური კავშირების არარსებობით. როგორც წესი, ცნება „ბიოტა“ გამოიყენება დიდ ტერიტორიულ კატეგორიებთან ან ცხოვრების ძირითად გარემოსთან მიმართებაში: მიწის ბიოტა, ოკეანის ბიოტა, დედამიწის ბიოტა.ც წესი, ცნება „ბიოტა“ გამოიყენება დიდ ტერიტორიულ კატეგორიებთან ან ცხოვრების ძირითად გარემოსთან მიმართებაში: მიწის ბიოტა, ოკეანის ბიოტა, დედამიწის ბიოტა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9