ყოველი ორგანიზმის გარემო ადამიანის მიერ მისი სამრეწველო საქმიანობის შედეგად შემოტანილი, მრავალი არაორგანული და ორგანული ბუნებისა და ელემენტების ნაწილებისგან შედგება. გარემოს ცალკეულ თვისებებს ან მის ელემენტებს, ფაქტორები ეწოდება, ხოლო გარემოს ფაქტორებს, რომლებიც მოქმედებენ ცოცხალ ორგანიზმებზე, ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება. ეკოლოგიური ფაქტორების მრავალფეროვნება ორ დიდ ჯგუფად - აბიოტურად და ბიოტურად დაიყოფა: - აბიოტური ფაქტორები - ორგანიზმზე გავლენის მქონე, არაცოცხალი ბუნების ყველა კომპონენტი. ისინი იყოფიან კლიმატურ, ნიადაგურ (ედაფიკურ), ტოპოგრაფიულ და სხვა ფიზიკურ ფაქტორებად, მათ შორის, ელექტრომაგნიტური მოვლენები, ზღვის დინებები, ცეცხლი, ანთროპოგენური წარმოშობის მეტალური მინარევები და ა.შ.;ბიოტური ფაქტორები - ურთიერთობები პოპულაციის ინდივიდებს შორის (კონკურენცია, სიმბიოზი, პარაზიტული, მტაცებლობა), ანთროპოგენური ფაქტორები (ადამიანის ზეგავლენა ბუნებაზე). აბიოტური ფაქტორებისაგან განსხვავებით, ბიოტური ფაქტორები - გარკვეულ ორგანიზმთა ცხოველმოქმედების პროცესში სხვა ორგანიზმებზე გავლენათა ერთობლიობას წარმოადგენს. მათ რიცხვში გამოყოფენ: - ცხოველური ორგანიზმების გავლენას (ზოოგენური ფაქტორები), მცენარეული ორგანიზმების გავლენას (ფიტოგენური ფაქტორები), ადამიანის გავლენას (ანთროპოგენური ფაქტორები). ეკოლოგიური ფაქტორები ძალიან მრავალფეროვანია როგორც ბუნებით, ასევე ცოცხალ ორგანიზმებზე მათი ზემოქმედებით. პირობითად, ყველა გარემო ფაქტორი იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: აბიოტური; ბიოტური; ანთროპოგენური; შემზღუდველი (მალიმიტირებელი). აბიოტური ფაქტორები არის არაცოცხალი (არაორგანული) გარემოს ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების პირობებსა და განაწილებაზე. ბიოტური ფაქტორები არის ცოცხალი ბუნების ფაქტორების ერთობლიობა, როდესაც ზოგიერთი ორგანიზმის სასიცოცხლო აქტივობა გავლენას ახდენს სხვების ცხოვრების პირობებზე.ანთროპოგენური ფაქტორები - გარემოზე ადამიანის საქმიანობის ზემოქმედებით გამოწვეული ფაქტორებია. შემზღუდველი ფაქტორები - ფაქტორები, რომლებიც ზღუდავენ ცოცხალი ორგანიზმების განვითარებას, თუ ისინი დეფიციტით ან ჭარბად არიან ცოცხალი ორგანიზმის საჭიროებებთან შედარებით. შემზღუდველი ფაქტორების კანონი პირველად შეისწავლა და ჩამოაყალიბა გერმანელმა მეცნიერმა იუსტუს ფონ ლიბიგმა 1840 წელს (გერმანული Justus von Liebig, 1803 - 1873) მცენარეთა სასიცოცხლო აქტივობაზე ქიმიური სასუქების ზემოქმედების დაკვირვების პროცესში. შემზღუდველი ფაქტორების კანონი, ან ლიბიგის მინიმუმების კანონი, ვრცელდება ყველა ფაქტორზე, რომელიც გავლენას ახდენს სხეულზე, აბიოტურზე და ბიოტურზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,