&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიოცენოზი

(ბერძნული βίος -სიცოცხლე და κοινός - საერთო) - იმ მცენარეთა, ცხოველთა და მიკრობთა ერთობლიობა, რომლებიც ხმელეთის ან წყალსატევის რომელიმე უბანში სახლობენ და გარკვეული დამოკიდებულება აქვთ როგორც ერთმანეთთან, ისე გარემოს აბიოტურ ქტორებთან. ტერმინი 1877 წელს შემოიღო გერმანელმა ბიოლოგ - ეკოლოგმა კარლ მებიუსმა (გერმ. Karl August Möbius,1825 -1908). ბიოცენოზი ბიოგეოცენოლოგიის ორგანიზმთა კომპლექსია, რომელიც ყალიბდება არსებობისათვის ბრძოლის, ბუნებრივი გადარჩევისა და ევოლუციის სხვა ფაქტორთა გავლენით. ბიოცენოზი - ბიოტური საზოგადოება, არის სახეობათა ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ გარკვეულ ბიოტოპში, რადგან ეს მათ აძლევს მათ განვითარებისთვის საჭირო პირობებს. ბიოცენოზის შიგნით შესაძლებელია განვასხვავოთ ზოოცენოზი ხოველები),ფიტოცენოზი (მცენარეები) და მიკრობიოციტოზი (მიკროორგანიზმები).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9