&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიო ბირ ბიფ

ბიფურკაცია

(ლათინური bifurcus - გაორებული) - გაორება; ტერმინი გამოიყენება ფართო გაგებით, სხვადასხვა ობიექტის ყოველნაირი შესაძლო სახის თვისობრივ გადაწყობის ან მეტამორფოზების აღსანიშნავად, როდესაც იცვლება პარამეტრები, რომლებზეც ისინი დამოკიდებულნი არიან. მაგალითად, მდინარეთა ბიფურკაცია - კალაპოტისა და მისი ხეობის ორ განშტოებად დაყოფა. თუ განვითარებადი სისტემა დამოკიდებულია პარამეტრზე, მაშინ როდესაც ის იცვლება, სისტემის ქცევა, ზოგადად, შეიძლება მდორედ შეიცვალოს, მაგრამ, როდესაც პარამეტრი გადის გარკვეულ კრიტიკულ მნიშვნელობაზე, სისტემის დინამიკამ შეიძლება განიცადოს ხარისხობრივი გარდაქმნა. იმ რამეტრების მნიშვნელობებს, რომლებზეც ხდება სისტემაში სტაბილური მოძრაობის რეჟიმების გადაწყობა, ეწოდება პარამეტრის ბიფურკაციის მნიშვნელობები (ან ბიფურკაციის წერტილი), ხოლო თავად გადაწყობას - ბიფურკაცია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9