&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბოლ ბონ ბორ ბოტ

ბონიტეტი ტყის

(გერმანული Bonität; ლათ. bonitas – კეთილხარისხოვნება) – ტყის პროდუქტიულობის მაჩვენებელი, რაც დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგზე და მოვლაზე. განისაზღვრება ხის ზრდის ტემპის მიხედვით. ტყის ბონიტეტის ექვს კლასს განასხვავებენ. მაგალითად, ბონიტეტი I აქვთ ყველაზე მაღალ ხეებს, რომლებიც საუკეთესო ნიადაგებზე იზრდებიან და ყველაზე ძვირფას ნედლეულს წარმოადგენენ სამშენებლო მასალების წარმოებისთვის. III - V კლასის ხეები დაბალი სიმაღლით გამოირჩევიან. ასოცირდებიან ღარიბ ნიადაგებთან და მხოლოდ როგორც შეშა, ან ტყის ქიმიური მრეწველობის ნედლეულის სახით გამოიყენებიან.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9