ტერიტორია, სადაც სამეცნიერო - კვლევითი, საგანმანათლებლო და სასწავლო მიზნებისთვის კულტივირებულია, შეისწავლება და დემონსტრირებულია ცოცხალი მცენარეების კოლექციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან. ბოტანიკური ბაღების საერთაშორისი საბჭო განსაზღვრავს ბოტანიკურ ბაღს, როგორც ორგანიზაციას, რომელიც ფლობს ცოცხალი მცენარეების დოკუმენტირებულ კოლექციებს და იყენებს მათ სამეცნიერო კვლევების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, სადემონსტრაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ამრიგად, ტერმინის „ბოტანიკური ბაღი“ სხვადასხვა განმარტება გულისხმობს, რომ იგი არის ან „ტერიტორია“, ან „ორგანიზაცია“. თანამედროვე ბოტანიკური ბაღი - ველური ფლორის ცოცხალი მცენარეების კოლექცია (ჩვეულებრივ ხის სახეობების მნიშვნელოვანი მონაწილეობით), დარგული მეტნაკლებად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე; შექმნილია სამეცნიერო მიზნებისთვის, მაგრამ, როგორც წესი, ასევე გამოიყენება რეკრეაციის მიზნით. საქართველოში გვაქვს სპეციფიკური დანიშნულების 6 ბოტანიკური ბაღი და ყველა მე-19 საუკუნეშია შექმნილი: - ბათუმის, ბაკურიანის, ზუგდიდის, თბილისის, სოხუმისა და ქუთაისის.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.