&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბრა ბრი

ბრიზი

(ფრანგული brise - ნიავი) - დღეღამური პერიოდულობის ქარი, წარმოიქმნება ზღვის, დიდი ტბისა და წყალსაცავის სანაპიროებზე წყლისა და ხმელეთის არათანაბარი გათბობა - გაცივების შედეგად. ბრიზი დღე - ღამეში ორჯერ იცვლის მიმართულებას. დღისით ზღვიდან გამთბარი სანაპიროსკენ ქრის - დღის ანუ ზღვის ბრიზი, ხოლო ღამით - გაგრილებული სანაპიროდან ზღვისაკენ -ღამის ან ხმელეთის ბრიზს არსებითი მნიშვნელობა აქვს დღეღამური ამინდის სვლისათვის, ; დღის ბრიზი ჩვეულებრივ მოიცავს რამდენიმე ასეული მეტრიდან 1-2 კილომეტრამდე სისქის ჰაერის ფენას. მისი სიჩქარე იშვიათად აღემატება 1-5 მ/წმ. ბრიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის დღეღამური ცვალებადობისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში. მაგალითად, ბრიზს არსებითი მნიშვნელობა აქვს დღეღამური ამინდის სვლისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში, სადაც ზღვის ბრიზი დაბლა სწევს ჰაერის ტემპერატურას, ზრდის ტენიანობას. ამასთანავე დიდ სიმაღლეებზე ფიქსირდება უკუდინება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9