(ლათ. natura, ბერძ. φύσις) - მატერიალური სამყარო, მსოფლიო, მთელი მატერია და ენერგია მის საწყის ფორმაში, მეცნიერული შესწავლის ძირითადი საგანი. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ტერმინი გამოიყენება ადამიანის არსებობის ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობით (ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ გვაკრავს, ადამიანის ხელით შექმნილის გარდა). ბუნების ლათინური ეკვივალენტი natura მნიშვნელობით ენათესავება „დაბადებას“, მაშინ როდესაც ბერძნული φύσις (ფიზის) უკავშირდება „ზრდას“. ბუნების სპექტრი მოიცავს ყველაფერს უნივერსალურიდან სუბატომურამდე; - ურთიერთდაკავშირებული ორგანიზმების, მინერალების, ჰაერის, წყლის, ნიადაგის მთელ სამყაროს. მსოფლიოს მატერიალური სამყარო, არსებითად - ბუნებისმეტყველების შესწავლის მთავარი ობიექტია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,