საქმიანობის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურ განახლებასა და ეკონომიურ ექსპლუატაციას. ბუნებათსარგებლობა იყოფა რაციონალურზე და არარაციონალურზე. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისას ხდება მატერიალური სარგებლის მოთხოვნილებათა ყველაზე სრულყოფილი დაკმაყოფილება ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის აღდგენის შესაძლებლობის დროს. არარაციონალური ბუნებათსარგებლობა ტერიტორიის ეკოლოგიურ დეგრადაციასა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ამოწურვას იწვევს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,