&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბუნ

ბუნებისმეტყველება

(სინონიმი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) - ცოდნის ერთობლიობა ბუნების შესახებ, ხშირად საზოგადომცოდნეობასა (მეცნიერებებს საზოგადოების შესახებ) და ტექნიკურ მეცნიერებებს უპირისპირებენ. ეს დაპირისპირება პირობითია, რადგან მრავალი სამეცნიერო დისციპლინა, ერთობლივი მეცნიერებების - საბუნებისმეტყველო, სოციალური და ტექნიკური განყოფილებების კვეთაზე ვითარდება, როგორც სოციალური ცნობიერების ფორმა. ბუნებისმეტყველება გაჩნდა 3000 წელზე მეტი ხნის წინ. მაშინ სამეცნიერო დისციპლინები ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და ასტრონომია არ იყო დაყოფილი. მეცნიერებით ფილოსოფოსები იყვნენ დაკავებული. ვაჭრობისა და ზღვაოსნობის განვითარებით დაიწყო ნავიგაციისთვის აუცილებელი გეოგრაფიისა და ასტრონომიის, ხოლო ტექნოლოგიის განვითარებით დაიწყო ფიზიკისა და ქიმიის განვითარება. თანამედროვე თვალსაზრისით, ბუნებისმეტყველება - მეცნიერების სფეროა, რომელიც მოიცავს მთლიანობაში აღებულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთობლიობას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9