ევოლუციის ძირითადი ფაქტორი, რის მოქმედების შედეგად პოპულაციაში იზრდება გარემო პირობებთან უფრო მაღალი ადაპტაციის მქონე ინდივიდების რაოდენობა (უფრო მაღალი ხელსაყრელი თვისებებით), ხოლო არახელსაყრელი თვისებების მქონე ინდივიდების რაოდენობა მცირდებაევოლუციის თანამედროვე სინთეზური თეორიის მიხედვით, ბუნებრივი გადარჩევა განიხილება, როგორც ადაპტაციების განვითარების, სახეობებისა და სუპრასპეციფიკური ტაქსონების წარმოშობის ძირითადი მიზეზიბუნებრივი გადარჩევა - ადაპტაციების ფიქსაციის ერთადერთი ცნობილი მიზეზია, მაგრამ არა ევოლუციის ერთადერთი მიზეზი. არაადაპტაციური მიზეზები მოიცავს გენეტიკურ დრიფტს, ცვლილებები, რომლებიც გროვდება თაობიდან თაობაში. გენის ნაკადს და მუტაციებს ტერმინს „ბუნებრივი გადარჩევა“ პოპულარიზაცია გაუწია ჩარლზ დარვინმა, შეადარა რა ეს პროცესი ხელოვნურ გადარჩევას, რომლის თანამედროვე ფორმაა სელექცია. ხელოვნური და ბუნებრივი გადარჩევის შედარების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებაშიც ხდება ყველაზე „წარმატებული“ და „საუკეთესო“ ორგანიზმების შერჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში სარგებლობის „შემფასებელი“ არის არა ადამიანი, არამედ გარემო. გარდა ამისა, მასალა როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გადარჩევისთვის არის მცირე მემკვიდრეობითი
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.