&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბუნ

ბუნებრივი გარემო

(ინგლ.: Natural environment) - დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან. ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს - რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ - ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.ბუნებრივი გარემო - ბუნება, რომელიც განიხილება მასში არსებულ ორგანიზმებთან, მათ შორის ადამიანებთან, მართებაში.ბუნებრივი გარემო - აბიოტური და ბიოტური ფაქტორების ერთობლიობა, ბუნებრივი და შეცვლილი ადამიანთა საზოგადოების საქმიანობის შედეგად, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ადამიანზე და სხვა ორგანიზმებზე. ბუნებრივი გარემო - გარემოს ნაწილი; კაცობრიობის ჰაბიტატისა და წარმოების საქმიანობის ბუნებრივი კომპონენტი. ბუნებრივი გარემო გარემოს სხვა გარემომცველ კომპონენტებისგან განსხვავდება თვითშენარჩუნებისა და თვითრეგულირების თვისებით ადამიანის მაკორექტირებელი ჩარევის გარეშე. ამრიგად შეგვიძლია გამოვიტანოთ ბუნებრივი გარემოს რამდენიმე კომპონენტი ბუნებრივი გარემო - ბუნება, რომელიც განიხილება მასში არსებულ ორგანიზმებთან, მათ სორის ადამიანებთან, მიმართებაში.ბუნებრივი გარემო - აბიოტური და ბიოტური ფაქტორების ერთობლიობა, ბუნებრივი და შეცვლილი ადამიანთა საზოგადოების საქმიანობის შედეგად, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ადამიანზე და სხვა ორგანიზმებზე. ბუნებრივი გარემო - გარემოს ნაწილი; კაცობრიობის ჰაბიტატისა და წარმოების საქმიანობის ბუნებრივი კომპონენტი. ბუნებრივი გარემო გარემოს სხვა გარემომცველ კომპონენტებისგან განსხვავდება თვითშენარჩუნებისა და თვითრეგულირების თვისებით ადამიანის მაკორექტირებელი ჩარევის გარეშე. ამრიგად შეგვიძლია გამოვიტანოთ ბუნებრივი გარემოს რამდენიმე კომპონენტიიგი შედგება ერთმანეთთან ურთიერთქმედ ელემენტებისაგან; ბუნებრივი გარემო შეიძლება გავიგოთ სხვადასხვა ასპექტში და მასშტაბებში, მაგრამ მისი მთავარი მახასიათებელია ის, რომ ის არის ცოცხალი არსების საარსებო პირობების ერთობლიობა; იგი ორგანიზმების სიცოცხლეზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს: ხელსაყრელს, არახელსაყრელს და ნეიტრალურს; გამოყოფენ გარემოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილს ფაქტორებს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9