&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბუნ

ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიური ხარისხი

ის ხარისხი, რომლითაც ბუნებრივი პირობები შეესაბამება ადამიანის ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს. განასხვავებენ ბუნებრივ გარემოს ჯანსაღ ან კომფორტულ გარემოს, რომელშიც ადამიანის ჯანმრთელობა ნორმალურია და არაჯანსაღს, რომელშიც ჯანმრთელობის მდგომარეობა დარღვეულია. როდესაც ადამიანის ურთიერთობის პროცესში გარემოსთან, შეინიშნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევადი ცვლილებები, მაშინ ასეთ გარემოს ექსტრემალური ეწოდება. აქედან გამომდინარეობს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია გარემოს ხარისხის მონიტორინგი. ამისთვის შემუშავებულია გარემოს ხარისხის მეცნიერული შეფასებები, რომლებსაც გარემოს ხარისხისსტანდარტები ეწოდება. ისინი იყოფა ეკოლოგიურზე და სამრეწველო - ეკონომიკურზე
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9