ტერიტორია, რომელსაც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის შედეგად არ განუცდია ცვლილებები და ხასიათდება, ერთგვაროვან კლიმატურ პირობებში ჩამოყალიბებულ, ადგილობრივი რელიეფის, ნიადაგის, მცენარეულობის გარკვეული ტიპების შეხამებით.ეს არის სივრცული გარემო, რომელშიც ლანდშაფტის ძირითადი კომპონენტები ჩამოყალიბდა და არსებობს ადამიანის ჩარევის გარეშე. ლანდშაფტების კლასიფიკაცია ითვალისწინებს შემდეგ გრადაციას: 1. იერარქიული კლასიფიკაცია: გლობალური დონე (მთელი პლანეტა დედამიწა წარმოდგენილია როგორც უნიკალური გეოსისტემა - ეპიგოსფერო); რეგიონალური დონე (ხმელეთი იყოფა ლანდშაფტურ ზონებად, ქვეყნებად, რეგიონებად, პროვინციებად, რაიონებად და საკუთრივ ლანდშაფტებად); ლოკალური დონე (ხმელეთი იყოფა მხარეებად, ფაციებად - ლანდშაფტის უმცირეს ერთეულად და ასე შემდეგ. 2)ტოპოგრაფიული კლასიფიკაცია (ითვალისწინებს სხვადასხვა ტაქსონომიურ გეოსისტემებს: ტერიტორიები, ლანდშაფტები და ა.შ.); 3 სტრუქტურულ - გენეტიკური კლასიფიკაცია - განსაზღვრავს მათი ტიპოლოგიური დაჯგუფების გზას, გეოსისტემების ისტორიის (ევოლუციის), გენეზისისა და სტრუქტურის ანალიზზე დაყრდნობით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.