ბუნებრივი რესურსების ის ნაწილი, რომელსაც აღდგენის უნარი არ გააჩნია (ნავთობი, ნახშირი და ასე შემდეგ.). ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები, რომლებიც აბსოლუტურად არ აღდგებიან (ქვანახშირი, ნავთობი და სხვა სასარგებლო წიაღისეულის უმეტესობა) ან აღდგებიან გაცილებით ნელი ტემპით, ვიდრე მათი გამოყენება მიმდინარეობს (ტორფნარები, მრავალი დანალექი ქანები). ბიოსფეროს არაგანახლებადი რესურსები (მაგალითად, წიაღისეული მადნები, დანალექი ქანები და ა.შ.) ჯერ კიდევ იქმნება გეოქიმიურიპროცესების დროს წიაღში, ოკეანის სიღრმეებში და, ასევე, დედამიწის ქერქის ზედაპირზე, მაგრამ მათი წარმოქმნის სიჩქარე დედამიწის ქერქში ან ლანდშაფტის სფეროში შეუდარებლად დაბალია, ვიდრე ადამიანთა საზოგადოების მიერ მათი მოხმარების სიჩქარე
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.