რესურსები, რომელთაც თვითგანახლება შეუძლიათ. ბუნებრივი რესურსები (მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და ბიომასის ენერგია და სხვა), რომელთა მარაგი ან აღდგება უფრო სწრაფად, ვიდრე გამოიყენება, ან არ არის დამოკიდებული იმაზე, იყენებენ მას თუ არა. ტერმინი შემოვიდა ხმარებაში "არაგანახლებადი რესურსების" (რესურსები, რომელთა მარაგის ამოწურვა უახლოეს მომავალშია შესაძლებელი მოხმარების არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში) კონცეფციის საპირისპიროდ. ბევრი რესურსი, რომელიც განახლებადად კლასიფიცირდება, რეალურად აღდგენას არ განიცდის და საბოლოოდ ამოიწურება. ამის მაგალითად შეიძლება მზის ენერგია მოვიყვანოთ. მეორეს მხრივ, ტექნოლოგიის საკმარისი განვითარების შედეგად, მრავალი რესურსის, რომელიც ტრადიციულად განიხილება როგორც არაგანახლებადი, აღდგენა არის შესაძლებელი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.