&
K R

ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბუნ

ბუნებრივი რესურსების ფასი

მათი ეროვნული ეკონომიკური ღირებულება, რაც აისახება ეკონომიკური და არაეკონომიკური შეფასებების ჯამით, რომელიც ძირითადად ემყარება სხვადასხვა ხარისხისა და ადგილმდებარეობის შეზღუდული ბუნებრივი რესურსების მიმართ სხვადასხვა რაოდენობის სოციალური შრომის გამოყენებას. ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური შეფასება ეფუძნება კონცეფციას "გადახდის სურვილი", რომლის მიხედვითაც გარკვეული გარემოსდაცვითი სიკეთის ღირებულება მოიცავს საბაზრო ღირებულებას და დამატებით სამომხმარებლო სარგებელს. ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური ღირებულების დასადგენად გამოიყენება მეთოდები, რომლებიც დაფუძნებულები არიან:- 1) საბაზრო შეფასებაზე; - 2) რენტაზე; - 3) ხარჯვით მიდგომაზე; - 4) ალტერნატიულ ღირებულებაზე; - 5) საერთო ეკონომიკურ ღირებულებაზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9