ბუნებრივი სისტემების სტაბილურობა მკვეთრად ირღვევა სხვადასხვა სახის კრიტიკული (კრიზისული) სიტუაციების შედეგად, როგორც წესი, პროვოცირებული გარე ანთროპოგენური ფაქტორების გავლენით. ევოლუციის პროცესში ეკოსისტემები განიცდიან სხვადასხვა ცვლილებებს, რაც საბოლოოდ იწვევს ფარდობითი (დინამიური) წონასწორობის მდგომარეობას. ბუნებრივი სისტემები ცდილობენ შეინარჩუნონ სტაბილური წონასწორობა თვითრეგულირების მთელი რიგი შიდა კომპენსატორული მექანიზმების გავლენის ქვეშ. თვითრეგულირება ანუ ჰომეოსტაზი ახასიათებს ეკოსისტემების უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს ცვლილებებს მის აბიოტურ და ბიოტურ კომპონენტებში და მნიშვნელოვანი დროით შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი ორგანული ნივთიერებების წარმოებისა და დაშლის ბალანსი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,2024.