დედამიწის ყველა მიწისქვეშა წყობის ურთიერთობის პრინციპი, რომელიც პირველად ვ.ი. ვერნადსკიმ გამოთქვა. იგი ბუნებაში წყლის ციკლური მიმოქცევის საშუალებით ხორციელდება. დედამიწაზე წყლის ბრუნვა სამ ძირითად ნაწილად იყოფა: ოკეანურად, შიდა კონტინენტურად და კონტინენტურ - ოკეანურად. ყოველდღიურად დედამიწაზე 577 ათასი კუბური კმ. წყალი „გადაადგილდება“. აქედან ძირითადი ნაწილი (80%) ოკეანეების ზედაპირზე „მოძრაობს“ (ორთქლდება და ნალექის სახით უკანვე უბრუნდება მას). აორთქლებული წყლის ნაწილი (119 ათასი კუბ. კმ.) ქარს კონტინენტებზე გადააქვს.მისი უდიდესი ნაწილი მდინარეების მეშვეობით კვლავ უბრუნდება ოკეანეებს, ხოლო მცირე ნაწილი ჩაედინება ისეთ წყალსატევებში, რომლებსაც მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ გააჩნია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.