(UNICEF - United Nations International Children's Emergency Fund) - გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური ორგანო. ფონდი დაარსდა 1946 წელს ომის შედეგად აოხრებულ ქვეყნებში ბავშვების დასახმარებლად. 1950 წლიდან მისი მთავარი მიზანია - განვითარებად ქვეყნების დახმარება ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში, დედობისა და ბავშვობის დაცვაში. გაეროს ბავშვთა ფონდი ფუნქციონირებს მთავრობებისა და კერძო დონორების შენატანების შედეგად. მთავრობები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის საჭიროებებს ორი მესამედით. კერძო ჯგუფები და ინდივიდები აწვდიან დანარჩენს ეროვნული კომიტეტების მეშვეობით. UNICEF-ის სამუშაოების უმეტესი ნაწილი 192 ქვეყანაში და ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,2024.