&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია

(United Nations Educational, Scientific and Cultural Organization - UNESCO) - გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული მიზნებია - მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებით; სამართლიანობის უზრუნველყოფა და კანონის უზენაესობის პატივისცემა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემა, რომელიც გამოცხადებულია გაეროს წესდებაში, ყველა ხალხისთვის, რასის, სქესის, ენის, ორიენტაციისა და რელიგიის განურჩევლად. ორგანიზაციის საქმიანობის საკითხებს შორისაა: - განათლების სფეროში დისკრიმინაციისა და გაუნათლებლობის პრობლემები; - ეროვნული კულტურის შესწავლა და ეროვნული კადრების მომზადება;-- სოციალური მეცნიერებების, გეოლოგიის, ოკეანოგრაფიისა და ბიოსფეროს პრობლემები. მისი შტაბ - ბინა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში მდებარეობს, ორგანიზაციის თემატური ოფისები და წარმომადგენლობები კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს. ამჟამად იუნესკოს 195 წევრი და 9 ასოცირებული ქვეყანა ჰყავს. საქართველო იუნესკოს სრულუფლებიანი წევრი 1992 წლის 7 ოქტომბერს გახდა. ამავე წელს შეიქმნა იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია და სამდივნო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს. კომისიას საქართველოსა და იუნესკოს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია ევალება. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, დღესდღეობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სამი ძეგლი შედის: - მცხეთის ისტორიული ძეგლები (შეტანილია სიაში 1994 წელს); - გელათის სამონასტრო კომპლექსი (შეტანილია სიაში 1994 წელს); - ზემო სვანეთი (სიაშია 1996 წლიდან).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9