&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა

ა (UNEP) - გაეროს სისტემის სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც შეიქმნა 1973 წელს გაეროს სტოკჰოლმის გარემოს დაცვის კონფერენციის (1972) რეკომენდაციით. UNEP-ის მთავარი ამოცანაა სახელმწიფოთა ძალისხმევის კოორდინაცია დაბინძურებისა და გარემოს დეგრადაციის, მიწის გაუდაბნოების, ნიადაგის ნაყოფიერების დაკარგვისა და წყლის ხარისხის გაუარესების წინააღმდეგ ბრძოლაში. კოორდინაციას უწევს გლობალური გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის პროგრამას. პროგრამის სლოგანია „ბუნებრივი გარემოს განვითარების ტერესებისთვის“. შტაბ - ბინა მდებარეობს ქალაქ ნაირობიში (კენია). UNEP - ს ასევე აქვს ექვსი დიდი რეგიონალური ოფისი და ოფისი სხვადასხვა ქვეყანაში. UNEP პასუხისმგებელია ყველა გარემოსდაცვითი საკითხის გადაჭრაზე გლობალურ და რეგიონალურ დონეზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9