| | |
1) ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან – ეს ნაწილი მოიცავს ისეთ ფულად ნაკადებს, რომლებიც წარმოიქმნება უშუალოდ ბიზნესის საქმიანობიდან. მაგალითად, საქონლის გაყიდვიდან და მომსახურების გაწევიდან მიღებული ფულადი სახსრები, საქონლისა და მომსახურების მომწოდებელთათვის გადახდილი ფულადი სახსრები, დაქირავებულ პირთათვის და მათი სახელით გადახდილი ფულადი სახსრები და სხვა.
2) ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან – ეს ნაწილი მოიცავს გრძელვადიანი აქტივებისა და სხვა ისეთი ინვესტიციების შეძენასა და გასვლას, რომლებიც არ შედის ფულადი სახსრების ექვივალენტების შემადგენლობაში. მაგალითად, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები, გაცემული სესხები, სხვა კომპანიის შესყიდვისთვის გაცემული ფულადი სახსრები და სხვა.
3) ფულადი ნაკადები საფინანსო საქმიანობიდან – ეს ნაწილი მოიცავს ისეთი ფულადი სახსრების მიღებას/გასვლას, რომელთა შედეგადაც რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება საწარმოს საკუთარი კაპიტალი ან/და ნასესხები სახსრები. ასეთი ფულადი ნაკადებია: აქციებისა და სხვა წილობრივი ინსტრუმენტების გამოშვების შედეგად საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები, მესაკუთრეთათვის გადახდილი ფული, საწარმოს აქციების გამოსყიდვის მიზნით ნასესხები სახსრების დასაფარად გადახდილი ფული და სხვა.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |