კოეფიციენტი, რომელიც ზომავს ბიზნესის სუბიექტის უნარს, გადაიხადოს მოკლევადიანი ვალდებულებები მის ხელთ არსებული ნაღდი ფულითა და ნაღდ ფულში ადვილად კონვერტირებადი აქტივებით. იგი გამოითვლება კომპანიის ნაღდი ფულისა და ნაღდი ფულის ეკვივალენტის შეფარდებით მიმდინარე ვალდებულებებთან. კოეფიციენტი გამოიყენება კომპანიის ახლანდელი ან პოტენციური კრედიტორებისათვის კომპანიის ლიკვიდურობის შესაფასებლად.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.