A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
CA CE CO CR CU
COL COM CON COR COS COU

Compound Annual Growth Rate (CAGR) – დაგროვებითი წლიური ზრდის ტემპი

განსაზღვრული პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს შორის ინვესტიციის ღირებულების ყოველწლიური, საშუალო ზრდის/ კლების მაჩვენებელი იმ დაშვებით, რომ ხდება გენერირებული მოგების პროექტში რეინვესტირება. დაგროვებითი წლიური ზრდის ტემპის გამოსათვლელად საჭიროა ინვესტიციის საწყისი და საბოლოო ღირებულების ცოდნა და შემდეგ ამ ორ ღირებულებას შორის არსებული პროცენტული ცვლილებიდან კვადრატული ფესვის ამოღება პერიოდების რაოდენობის ტოლი ფუძით. მაგალითად, თუ აქციის ფასი 2017 წელს იყო $90, 2018 წელს-$70, 2019 წელს – $140, ხოლო 2020 წელს-$150, მაშინ რთული წლიური ზრდის ტემპი იქნება შემდეგი: ((150–90)^(1/3)–1)≈18.56%. მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ რთული წლიური ზრდის ტემპი არ მოიცავს ინვესტიციის ღირებულების მერყეობის რისკს საწყის და საბოლოო პერიოდებს შორის.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9