A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
CA CE CO CR CU
COL COM CON COR COS COU

Contingent Liability – პირობითი ვალდებულება

სამომავლო, შესაძლო ვალდებულება, რომლის წარმოშობა დამოკიდებულია კონკრეტული გარემოების დადგომაზე. მაგალითად, თუ კომპანია 2-წლიანი გარანტიით ყიდის კომპიუტერის მონიტორებს, შესაძლებელია, მომხმარებლების ნაწილს საგარანტიო ვადის გასვლამდე გაუფუჭდეს შეძენილი მონიტორები, შედეგად კომპანიას გაუჩნდება ვალდებულება, შეცვალოს ან შეაკეთოს აღნიშნული მონიტორები. იქიდან გამომდინარე, რომ გაყიდვის მომენტში შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, რამდენი მონიტორის გამოცვლა მოუწევს კომპანიას, გარანტია ჩაითვლება პირობით ვალდებულებად, რომელიც დროის მოცემულ მომენტში დამდგარი არ არის.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9