სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ცვლადებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გამოხატავს. კოეფიციენტი მნიშვნელობას –1-დან 1-მდე იღებს. რაც უფრო ახლოა ეს კოეფიციენტი −1-თან, მით უფრო ძლიერი უარყოფითი დამოკიდებულებაა ცვლადებს შორის, ხოლო თუ კოეფიციენტი 1-თან არის ახლოს, ეს ცვლადებს შორის ძლიერ დამოკიდებულებას გამოხატავს. თუ კოეფიციენტი 0-თან არის ახლოს, ეს ნიშნავს, რომ ცვლადებს შორის ურთიერთდამოკიდებულება თითქმის არ არსებობს.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.