A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
CA CE CO CR CU
COL COM CON COR COS COU

Cost of Capital – კაპიტალის ღირებულება

ფასი, რომელიც ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს ფინანსური სახსრების გამოსაყენებლად – ეს შეიძლება იყოს სესხის პროცენტი, ნასესხები სახსრების შემთხვევაში, საკუთარი კაპიტალის შემთხვევაში კი – არასაბანკო ინვესტორის მიერ მოთხოვნილი მინიმალური უკუგება. კაპიტალის ღირებულება გამოიყენება პროექტის მომგებიანობის შესაფასებლად. პროექტის მოსალოდნელი უკუგება, მინიმუმ, კაპიტალის ღირებულებას უნდა დაემთხვეს, რათა ამ პროექტის განხორციელება წამგებიანი არ იყოს. მაგალითად, თუ ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია აპირებს ახალი ქარხნის აშენებას და აღნიშნული პროექტი დაფინანსდება 10%-იანი სესხით, კაპიტალის ღირებულება 10% იქნება და ამ პროექტს, მინიმუმ, 10%-იანი უკუგება უნდა ჰქონდეს, რათა კომპანია ინდიფერენტული იყოს მის განსახორციელებლად. რაც უფრო აღემატება პროექტის უკუგება კაპიტალის ღირებულებას, მით უფრო მომგებიანია აღნიშნული პროექტი.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9