A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
CA CE CO CR CU
COL COM CON COR COS COU

Cost of Debt – სესხის ღირებულება

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების – ობლიგაციების, სესხების – მომსახურების ფასს წარმოადგენს. სესხის ღირებულება ზომავს თანხას, რომელიც კრედიტორმა სარგებლის სახით უნდა დააბრუნოს. რაც უფრო დიდია სესხის ღირებულება, მით უფრო მეტი სარგებლის მიღება სურთ ინვესტორებს, რათა მოცემულ კომპანიას ფული ასესხონ. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ასახავს კომპანიის დეფოლტის რისკს და მონაწილეობს კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) გამოთვლაში. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განსაზღვრავს სავარაუდო უკუგებას, რომელსაც კრედიტორები და აქციონერები მიიღებენ კომპანიაში ინვესტირების შემდგომ.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9