A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
CA CE CO CR CU
COL COM CON COR COS COU

Coupon Rate – კუპონის განაკვეთი

ობლიგაციის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ობლიგაციის მფლობელები პერიოდულად იღებენ ობლიგაციის ნომინალური ღირებულებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ სახაზინო ობლიგაციის ნომინალური ღირებულებაა 1 000 ლარი, კუპონის გადახდა კი ხდება წელიწადში ორჯერ და კუპონის განაკვეთია 8%, აღნიშნული ობლიგაციის მფლობელები წელიწადში ორჯერ მიიღებენ 40 ლარს (ჯამში 80 ლარს).
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9