პოტენციური ზარალის რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გარიგებაში შემავალი რომელიმე მხარის მიერ ფინანსური ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. ძირითადად, ასეთს წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის ვერდაფარვა/არდაფარვა. საკრედიტო რისკი შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა კრიტერიუმით, მაგალითად, ხელშეკრულებაში მონაწილე კომპანიების ვალისა და კაპიტალის სტრუქტურით, მსესხებლის საკრედიტო ისტორიით, ხელშეკრულების პირობებით და სხვა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.