ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც ზომავს კომპანიის შესაძლებლობას, დაფაროს მოკლევადიანი ვალდებულებები. იგი გამოითვლება მიმდინარე აქტივების ფარდობით მოკლევადიან ვალდებულებებთან. თუ კოეფიციენტი ნაკლებია 1-ზე, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები აღემატება მიმდინარე აქტივებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალში ფულად სახსრებად გადაიქცევა.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.