ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, საშუალოდ, რამდენ დღეში იხდის კომპანია კრედიტში მიღებულ საქონელთან დაკავშირებულ სავაჭრო ვალდებულებებს. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ფულის გადახდის პერიოდი=365 დღე*სავაჭრო
ვალდებულებების საშუალო ღირებულება/ჯამურად კრედიტში მიღებული საქონელი.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.