ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, საშუალოდ, რამდენი დღე სჭირდება კომპანიას კრედიტში განხორციელებული გაყიდვებიდან ფულის ამოსაღებად. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ფულის აკრეფის პერიოდი=365 დღე*სავაჭრო მოთხოვნების საშუალო ღირებულება/კრედიტში გაყიდვების ჯამური ღირებულება კოეფიციენტი გამოიყენება ორგანიზაციის ფულადი ნაკადების შესაფასებლად. მაგალითად, თუ ფულის აკრეფის პერიოდი ხანგრძლივია ან მკვეთრად იზრდება, შესაძლოა, ეს მიანიშნებდეს, რომ გაყიდვებიდან რეალური ფულადი სახსრების მიღება პრობლემურია.