კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, კომპანიის EBITDA-ს რამხელა ნაწილს შეადგენს მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები. აღნიშნული კოეფიციენტი გამოითვლება მთლიანი ვალის EBITDA-სთან შეფარდებით. ამ კოეფიციენტს ფინანსური ინსტიტუტები ხშირად კომპანიის გადახდისუნარიანობის და მასთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესაფასებლად იყენებენ. რაც უფრო დიდია კოეფიციენტის მნიშვნელობა, მით უფრო რისკიანია კომპანია.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.