საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის საზომი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ შეედარება კონკრეტული საინვესტიციო პორტფელის უკუგება ბაზრის უკუგებას. თუ ალფა დადებითია, საინვესტიციო პორტფელი ბაზრის საშუალოზე მეტ უკუგებას გამოიმუშავებს; თუ ალფა უარყოფითია, პორტფელი ბაზარზე ნაკლებ უკუგებას გამოიმუშავებს; თუ ალფა ნულია, ის უდრის ბაზრის საშუალო უკუგებას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.