A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
DA DE DI DO DU
DEB DEF DEG DEN DEP DER DEV

Debt to Equity Ratio – ვალისა და საკუთარი კაპიტალის თანაფარდობა

ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, თუ როგორი პროპორციით იყენებს ორგანიზაცია ვალსა და საკუთარ კაპიტალს აქტივების დასაფინანსებლად. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

ვალისა და საკუთარი კაპიტალის

თანაფარდობა=ვალდებულებები/საკუთარი კაპიტალი

არსებობს კოეფიციენტის გამოთვლის მეორე მეთოდიც, რომლის თანახმად, საკუთარ კაპიტალზე იყოფა არა ჯამური, არამედ მხოლოდ სასესხო ვალდებულებები:

ვალისა და საკუთარი კაპიტალის თანაფარდობა=სესხები/საკუთარი კაპიტალი

კოეფიციენტი დაინტერესებულ მხარეებს ორგანიზაციის ფინანსური წონასწორობისა და მასთან დაკავშირებული რისკის შეფასების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მაღალია ვალისა და კაპიტალის თანაფარდობის კოეფიციენტი, მით მეტია ვალდებულებების წილი კაპიტალის სტრუქტურაში და ორგანიზაციის რისკიანობა.

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9