A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
DA DE DI DO DU
DEB DEF DEG DEN DEP DER DEV

Degree of Total Leverage – მთლიანი ბერკეტის ხარისხი

ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, რამდენი პროცენტით იცვლება წმინდა მოგება შემოსავლის ერთი პროცენტით ცვლილების პირობებში.

გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

მთლიანი ბერკეტის ხარისხი=ერთ აქციაზე დათვლილი მოგების პროცენტული ცვლილება/შემოსავლების პროცენტული ცვლილება=საოპერაციო ბერკეტის ხარისხი*ფინანსური ბერკეტის ხარისხი

საოპერაციო ბერკეტის ხარისხი-კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, როგორ გავლენას ახდენს შემოსავლები საოპერაციო მოგებაზე. ფინანსური ბერკეტის ხარისხი-კოეფიციენტი, რომელიც მიუთითებს, როგორ გავლენას ახდენს საოპერაციო მოგება წმინდა მოგებაზე. მთლიანი ბერკეტის ხარისხი გამოიყენება იმის დასადგენად, როგორი შეიძლება იყოს კომპანიის საოპერაციო ბერკეტის ხარისხისა და ფინანსური ბერკეტის ხარისხის ოპტიმალური მაჩვენებლები.

Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9