ფინანსური ინსტრუმენტის ნომინალური ღირებულების ერთეულის კლასიფიკაცია. იგი განსაზღვრავს მონეტარულ ერთეულს, რომლითაც დგინდება ფასიანი ქაღალდის, აქტივის თუ სხვა ფინანსური ინსტრუმენტის ფასი. ხშირად დენომინაცია ეწოდება ფინანსური აქტივის ნომინალურ ღირებულებას.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.