A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
DA DE DI DO DU
DEB DEF DEG DEN DEP DER DEV

Derivative – დერივატივი

ისეთი ფინანსური კონტრაქტი, ფასიანი ქაღალდი, რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია კონკრეტულ აქტივზე ან აქტივთა ჯგუფზე. თუმცა შესაძლებელია, მისი ღირებულება მიბმული იყოს ფინანსურ ინსტრუმენტზე ან ინდიკატორზე. დერივატივი საშუალებას აძლევს მხარეებს, დააზღვიონ ისეთი რისკები, როგორებიცაა: გაცვლითი კურსის ცვლილება, საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, სასაქონლო ფასის ცვლილება და სხვა. მაგალითად, თუ ევროპელი ინვესტორი, რომელიც ამერიკული კომპანიის აქციებს ფლობს, მოელის, რომ ევრო დოლართან მიმართებით გამყარდება, ის შეიძენს ფიქსირებული კურსის დერივატივს, რათა მომავალში მისმა დოლარიდან ევროში კონვერტირებულმა აქციებმა ღირებულება არ დაკარგოს.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9