გაცვლის ნებისმიერი უნივერსალური საშუალება, რომელიც მხოლოდ ელექტრონული ფორმით არსებობს და რომლის მიმოცვლაცა და მიწოდებაც მხოლოდ ამ გზით ხორციელდება. ციფრული ფულის მაგალითია ბიტკოინი და სხვა ნებისმიერ ელექტრონულ საფულეში განთავსებული თანხები.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.