სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს აქციის ფასის რამდენ პროცენტს გასცემს კომპანია დივიდენდის სახით. დივიდენდის უკუგება გამოითვლება ერთ აქციაზე გაცემული დივიდენდის შეფარდებით აქციის ფასთან.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.