A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V W Y
DA DE DI DO DU
DOM DOU DOW

Double Entry – ორმაგი გატარების სისტემა

ფინანსური აღრიცხვის კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ყო- ველი გარიგება, მინიმუმ, ორ ანგარიშზე ახდენს გავლენას და ორმხრივად მოქმედებს საბალანსო ტოლობაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კონცეფცია მოითხოვს ორი ტიპის ჩანაწერს, დებეტურს და კრედიტულს, რომელთა სიდიდეებიც ტოლი უნდა იყოს. მაგალითად, თუ კომპანიამ ბანკისგან აიღო სესხი 10 000 ლარის ოდენობით, ეს გარიგება ორ ანგარიშზე მოახდენს გავლენას – ფულზე და სასესხო ვალდებულებებზე. შესაბამისი ბუღალტრული გატარება კი იქნება შემდეგი: ფული – 10 000 ლ (დებეტი); სასესხო ვალდებულება – 10 000 ლ (კრედიტი).
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9