საგადასახადო პრინციპი, რომელიც გულისხმობს ერთსა და იმავე ფინანსურ აქტივზე, მოგებასა თუ შემოსავალზე გადასახადის გადამხდელის ორჯერად დაბეგვრას ან ორი ქვეყნის მიერ ცალ-ცალკე, ან ერთი ქვეყნის მიერ ორ განსხვავებულ დონეზე. ორმაგი დაბეგვრის მაგალითია აქციონერთათვის მიღებულ დივიდენდებზე საშემოსავლო გადასახადის დაკისრება მაშინ, როდესაც განაწილებული მოგება უკვე დაბეგრილია. გავრცელებული შემთხვევაა ერთ ქვეყნაში გადასახადის დაწესება შემოსავალზე, რომელიც უკვე დაიბეგრა სხვა ქვეყნის მიერ. ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასარიდებლად ქვეყნები ხშირად აფორმებენ შეთანხმებებს, რომელთა ფარგლებშიც ერთი ქვეყნის მიერ დაბეგრილი მოგება ან შემოსავალი აღარ დაიბეგრება მეორე ქვეყანაში.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.