საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელიც იკვლევს NASDAQ და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე 30 უმსხვილესი კომპანიის აქციის ფასებს და მათი შეწონილი მაჩვენებლით აფასებს საფონდო ბირჟის მდგომარეობას. იგულისხმება, რომ დოუ ჯონსის მაღალი საშუალო მაჩვენებელი კარგ საბაზრო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ე.წ. „ხარის ბაზარზე“, მიანიშნებს, დაბალი კი, პირიქით, ე.წ. „დათვის ბაზარზე“. დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო მიჩნეულია საფონდო ბირჟის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სანდო ინდექსად.
Source: ფინანსურ ტერმინთა ლექსიკონი/მთ. რედაქტორი ვატო ლეჟავა; რედაქტორები: ზაზა გელაშვილი, გეგა გოგიჩაშვილი, რატი წიკლაური. თბილისი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2022.